პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძეს ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' რეკლამა სოლიდურ თანხად უჯდება

carmomadgenlobiti_saxalxo_kreba"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების რეკლამა საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდება. არაოფიციალური ინფორმაციით, 25 ნოემბრისთვის დაგეგმილი ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' საორგანიზაციო საკითხებს ფინანსურად სწორედ ბურჯანაძე უზრუნველყოფს. ნინო ბურჯანაძის პარტიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ივანიშვილი საქინფორმთან საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ''წარმომამდგენლობითი სახალხო კრების'' ყველა წევრს თავისი ფინანსური წვლილი შეაქვს 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში, ამიტომ გავრცლებული ხმები, თითქოსდა მხოლოდ ნინო ბურჯანაძეა დამფინანსებელი, ჭორია,’’ – აცხადებს ივანიშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში  რამდენიმე ქართულ გამოცემაში კრების რეკლამები გაჩნდა, რომლის საშუალებით სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი მოსახლეობას მოუწოდებს, 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბოს და კრებაში მიიღოს მონაწილეობა.
ცნობისთვის: “წარმომადგენლობითი სახალხო კრება'' პარლამენტის შენობის წინ 25 ნოემბერს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.