პუბლიკაციები
სააკაშვილი: “არ შეიძლება, პოროშენკომ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს! მოსკოვთან მოლაპარაკება მხოლოდ ასე უნდა! და ჩვენ მას დავეხმარებით!”

1-saakaS-samar-3საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. სააკაშვილმა ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია არ უნდა შეწყვიტოს. მოსკოვთან დაკავშირებით ის ურჩევს უკრაინის ლიდერს, მყარი პოზიცია ეკავოს და პროვოკაციებს არ წამოეგოს. მოსკოვთან მოლაპარაკება მხოლოდ ასე უნდა, მიაჩნია სააკაშვილს, რომელმაც პოროშენკოს სამხედრო დროის პრეზიდენტი უწოდა, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება.

დახმარებას გაწევას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი მხარდამჭერების მეშვეობით აპირებს. “მე მუშაობა არ შემიძლია, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველია, რომლებიც მუშაობენ. ჩვენი გუნდი, ათეულობით გამოცდილი ქართველი რეფორმატორი უკვე მუშაობს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში”, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, ამჟამად მრჩეველები საქართველოდან კიევის მერიაში, იუსტიციის, ეკონომიკის სამინისტროებში და უკრაინის რეგიონებშიც არიან. გარდა ამისა, მისი თქმით, უახლოეს ხანებში ქვეყანაში ჩამოვა ქართველ რეფორმატორთა გუნდი, რომლებმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შექმნეს “ქართული ეკონომიკური სასწაული”.