სამართალი
რფ-ის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მოვლენებზე პასუხისმგებელ რამდენიმე ექსმაღალჩინოსანზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას

1-sledstveni-sam-1საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ იტარ-ტასს რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა აცნობა.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად სამხრეთ ოსეთში მოკლული იქნა 162 მშვიდობიანი მცხოვრები, 255 დაიჭრა. დაიღუპა 10 რუსი მშვიდობისმყოფელი, 42 დაიჭრა.

“გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა შორის არიან პრეზიდენტი სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი და სხვები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას”, - თქვა მარკინმა. მან შეახსენა, რომ მანამდე ზემოთ ხსენებულ პირებს სისხლის სამართლებრივი დევნისგან საერთაშორისო იმუნიტეტი იცავდა.

“მათი ბრძანებებით, 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამოქალაქო ობიექტებს და რუს მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნეს. გამოყენებული იქნა ტანკები და არტილერია”, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა. მან შეახსენა, აგრეთვე, რომ “მაშინ საქართველოს მხარეს უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია “უნა უნსოს” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ”.

“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტის და მთავრობის მოსვლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირებმა პოსტები დაკარგეს, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ბრალდებულების სახით მათი პასუხისგებაში მიცემის და საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე დადგენილების მიღების  საკითხს”, - აღნიშნა მარკინმა.