აქტუალური
საფარი აფრიკაში და ავღანეთში! - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35 წლამდე მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას საერთაშორისო ოპერაციებში სთავაზობს

1-safari-aqtual-3საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს.

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა.

სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს. აგრეთვე, გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 9-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და  განთავსებით.

ცხრაკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხდება რეკრუტის ქვედანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნა.

დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აქ: www.mod.gov.ge ელ-ფოსტა pr@mod.gov.ge press@mod.gov.ge საბუთების მიღება წარმოებს 2014 წლის 10 ივნისიდან ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 14:00 საათამდე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“. მის: გარდაბნის რ-ნი, სოფ. კრწანისი ტელ: 595 05 06 85; 595 05 06 73; (032) 291 02 07