საზოგადოება
სამწუხაროდ, საქინფორმის პროგნოზი მართლდება - დარიალის ხეობაში მიწისძვრა მოხდა...

1-daryal-mtსაქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. 2014 წლის 28 მაისს საქინფორმმა გამოაქვეყნა პროგნოზი დარიალის ხეობაში ბუნებრივ კატაკლიზმებთან დაკავშირებყით და ანალიზი - როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია ბუნებრივ კატაკლიზმებს პოლიტიკურ სიტუაციაზე კავკასიაში. საქინფორმის პუბლიკაციაში საქინფორმი: “რა მოხდა სინამდვილეში და რა შეიძლება მოხდეს დარიალის ხეობაში - ბუნებრივი კატაკლიზმები კავკასიაში პოლიტიკური კატაკლიზმების პროვოცირებას მოახდენს” გამოთქმული იყო ვერსია, რომ დარიალის ხეობაში უზარმაზარი მეწყერი მთა ყაზბეგის წიაღში გამოღვიძებულმა ვულკანურმა პროცესებმა გამოიწვია, რომლებმაც შესაძლოა, უახლოეს ხანებში მიწისძვრები და მწვერვალთა ჯაჭვიდან ახალი მყინვარების დაძვრა გამოიწვიონ.

და აი, გასულ პარასკევს, 2014 წლის 6 ივნისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა საგანგებო განცხადება დარიალის ხეობაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა სისტემური დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე მცირე სიძლიერის სეისმური ბიძგები დააფიქსირა.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, ამ დრომდე, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, 170 პირი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

ნებისმიერი გართულების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბმა სამუშაოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ეტაპზე შესაბამისი სპეციალისტები მყინვარზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას აგრძელებენ. მათი განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციის დარეგულირებისთანავე სტიქიის ზონაში დროებით შეჩერებული სამუშაოები კვლავ განახლდება.

1-daryal-1 1-daryal-2 1-daryal-3