სამართალი
ბაღდათში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წევრს თავს დაესხნენ

samart-3-bagdadiსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. 4 ივნისს, საღამოს საათებში, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ბაღდათის ორგანიზაციის წევრს, ტარიელ ჟორჟოლიანს უცნობი პირები დაესხნენ თავს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟორჟოლიანს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სააგიტაციო მასალა მიჰქონდა თავის სოფელში გასავრცელებლად. ბლოკის აგიტატორს უცნობმა პირებმა 2 ავტომანქანით  გადაუღობეს გზა, ფიზიკურად გაუსწორდნენ, წაართვეს და გადაუყარეს სააგიტაციო მასალა.

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წევრებზე თავდასხმებმა უკვე ტენდენციის სახე მიიღო. იმავე დღეს დილის საათებში თავს დაესხნენ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი მოსიაშვილს.

„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული ჩვენი ბლოკის წევრებზე თავდასხმები, გამოვლინდეს, ვინ დგას ამ ფაქტების უკან და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა დამნაშავე.