სამართალი
ნინო ბურჯანაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ „არასაპრლამენტო ოპოზიციას“ უჩივიან

samart-1-saCivariსაქართველომ 6 ივნისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივრის საფუძველზე ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაჯარიმდა, გააქტიურდნენ ხელისუფლების სატელიტი სუბიექტები და დაიწყეს შეთანხმებული, მიზანმიმართული კამპანია ჩვენი საარჩევნო ბლოკის წინააღმდეგ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნინო ბურჯანაძის გაერთიანებამ თითქმის ერთდროულად შეიტანეს საჩივარი „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ დაჯარიმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ცალკეულ შემთხვევებში „აღმოაჩინეს“ მათ საარჩევნო პლაკატებზე გადაკრული ჩვენი ბლოკის პლაკატი.

აქვე განვმარტავთ, რომ თითოეულ აქტივისტს, რომელსაც ევალება „არასპარლამენტო ოპოზიციის“ სააგიტაციო მასალის გავრცელება, მიღებული აქვს მკაცრი ინსტრუქცია, რომ ეს განახორციელოს კანონის ზედმიწევნით დაცვით. თუმცა, როგორც ჩანს, ბურჯანაძის შტაბმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მაინც აღმოაჩინა რამდენიმე პლაკატი, რომელიც მათი აზრით კანონდარღვევით იქნა გაკრული. მომჩივანებს დაეთანხმა ზედამხედველობის სამსახურიც და „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ 1000 ლარით დააჯარიმა.

მაშინ როცა „არასაპარლამენტო ოპოზიციას“ საჩივრები შეაქვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სრულიად მარტო ვებრძვით სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ჩადენილ უპრეცენდენტო მასშტაბის დარღვევებს და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ამ უთანასწორო ბროძალში არაფერი დავუთმოთ ხელისუფლებას, ნინო ბურჯანაძე გვიჩივის ჩვენ და ითხოვს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ დაჯარიმებას თითიდან გამოწოვილი საბაბით.

იმედი გვაქვს, საზოგადოება გააკეთებს სწორ ანალიზს და ნათლად დაინახავს რომელი ძალა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ რეალურ ოპოზიციას და რომელი - ხელისუფლების სატელიტ სუბიექტს.