აქტუალური
საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი, 4 ივნისს თელავში, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ოფისიდან გამოსვლისას თავს დაესხნენ ბლოკის მერობის კანდიდატ გიორგი მოსიაშვილს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსიაშვილი ავტომობილში ჩაჯდა. ამ დროს მას მიუახლოვდა პიროვნება, რომელიც ყელის გამოჭრით დაემუქრა და დანა მოიმარჯვა. საბედნიეროდ, მოსიაშვილის მეგობარმა, რომელიც საჭესთან იჯდა, მოასწრო მანქანის დაძვრა და თავდამსხმელს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მიეცა.
თავდამსხმელმა გიორგი მოსიაშვილს უთხრა მიზეზი, რის გამოც მისთვის „ყელი უნდა გამოეჭრა“. ეს მიზეზია მოსიაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც მან ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და დამფინანსებელია, მონოპოლიურ ბიზნესსაქმიანობაში დაადანაშაულა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, აღკვეთოს თელავში მონოპოლიები.„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ დაუყოვნებლივ მოითხოვს საქმის გამოძიებას, თავდამსხმელის დასჯას, დამკვეთთა დადგენას და გიორგი მოსიაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ინფორმაციას „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ კანდიდატზე თავდასხმასთან დაკავშირებით ბლოკი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიაწვდის.