აქტუალური
ირინე იმერლიშვილი: „საქართველოში ნატოს სამხედრო ძალების განთავსება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას დაეხმარება“

aqt-2-Irineსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიFrontnews”-თან საუბარში გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებას, რომლითაც მან კონგრესს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

ძალიან კარგი და სასიამოვნო იქნება, თუ ამ თანხის რაღაც ნაწილი საქართველოს მოხმარდება და თუ ჩვენი მისწრაფება ევროატლანტიკურ ალიანსში ამ ფორმითაც იქნება დაფასებული, ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვნია. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს უსაფრთხოებასაც მოხმარდება ეს თანხა, თუ, რა თქმა უნდა, აშშ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ჯერ მხოლოდ პრეზიდენტ ობამას ინიციატივაა, რაზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის კონგრესის მიერ მიღებული. როგორც ობამას განცხადებიდან იკითხება, როგორც ჩანს, ამ თანხის ნაწილი მისი გამოყოფის შემთხვევაში საქართველოსაც მოხმარდება“, - განაცხადა იმერლიშვილმა.

რაც შეეხება ნატოს სამხედრო ძალების აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს, იმერლიშვილის თქმით, როგორც ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ბოლო ვიზიტისას თქვა, ეს თვითონ ნატოს წევრი ქვყნების მიერ არის გადასაწყვეტი“.

იქ გადაწყვტილება მიიღება კონსენსუსით და, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია. ცხადია, აშშ ლიდერობს, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის გადაწყვეტილებით არ ხდება ეს“, - განმარტა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

შეკითხვაზე, ნატოს სამხედრო ძალების საქართველოში განთავსების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციის გათვალისწინებით, მზად არის თუ არა ხელისუფლება გამოწვევისთვის, იმერლიშვილმა განახადა, რომ ეს არამც და არამც არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, უსაფრთხოებას დაეხმარება“.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მისი ქვეყნის საზღვრებთან რომელიმე სამხედრო გაერთიანების ძალების განთავსებას არ დაუშვებს.