აქტუალური
საქართველო ამერიკული „ექსიმ ბანკისგან“ 200 მილიონის სესხის აღებას გეგმავს. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ამერიკაში მყოფი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მართავს. ბაკურ კვეზერელის განცხადებით, თანხა ძალიან იაფად, სამ პროცენტში გვეძლევა და ქართული ბიზნესისთვისაა განკუთვნილი.
კრედიტის მიღება გადამამუშავებელი მრეწველობით, ასევე სასათბურე მეურნეობებით დაკავებულ ბიზნესმენებს შეეძლებათ.