უცხოეთი
აშშ-მა და კანადამ ხმა მისცეს გაეროს გენასამბლეის რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ნაციზმის ჰეროიზაციას გმობს!

Ssha-ucx-3საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გაეროს გენასამბლეის ფარგლებში ყველა ფორმის ნაციზმის ჰეროიზაციის დამგმობი რეზოლუციის კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსოფლიო აქაც არ არის ერთსულოვანი.

რეზოლუციის პროექტი მოამზადა რუსეთის დელეგაციამ მსოფლიოს კიდევ 42 სახელმწიფოს დელეგაციის თანაავტორობით. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გრძელდება არა მარტო SS-ის ვეტერანების უცნაური მხარდაჭერა, რომლებიც ევროპის ქვეყნების ქალაქებში მარშით გამოდიან, არამედ მათი უფლებების შელახვაც, ვინც თავის დროზე საკუთარი სიცოცხლის ფასად ნაცისტური ჭირისგან მსოფლიოს დასაცავად იბრძოდა. რეზოლუციაში ნაცისტი დამნაშავეებისთვის ძეგლების აღმართვა იგმობა.

გენასამბლეის რეზოლუციაში დაგმობილია ნაცისტურ საფრთხესთან მებრძოლების ძეგლთა შერყვნა, რაც გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ხორციელდებოდა.

დაგმობის ყველა პუნქტი თვალსაჩინოა, ამიტომ სავარაუდო იყო, რომ გაეროს გენასამბლეის სხდომაში მონაწილე სახელმწიფოები რეზოლუციას ერთხმად დაუჭერდნენ მხარს. თუმცა, საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

რეზოლუცია კი მიიღეს, მაგრამ ერთხმად არა. აღმოჩნდა,რომ, სულ ცოტა, 60 სახელმწიფოს აზრი, რომლებსაც უფლება ჰქონდათ, საკუთარი პოზიცია გამოეხატათ ამ საკითხზე,  მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი 120 სახელმწიფოს თვალსაზრისისგან, რომლებიც ნაციზმის ჰეროიზაციას გმობდნენ. ამ 60 სახელმწიფოდან სამმა ხმა მისცა რეზოლუციის წინააღმდეგ, რითაც არა მარტო რეზოლუციის შემმუშავებლების გაოგნება გამოიწვია, არამედ მათიც, ვისთვისაც სიტყვა „ნაციზმი“ ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. ანტინაცისტური რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ მარშალის კუნძულები, კანადა და აშშ.