უცხოეთი
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი: „ევროპამ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც მოკავშირედ აშშ აირჩია. ადრე თუ გვიან ამერიკა ზურგში დაარტყამს”

Aiatola-ucx-1საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ევროპულმა ქვეყნებმა სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს, როცა მოკავშირედ აშშ აირჩიეს, და უნდა ესმოდეთ, რომ „ადრე თუ გვიან ამერიკა ზურგში დაარტყამს“ - განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰმენეიმ თანამედროვე ირანის სიმბოლოს, 1979 წლის ისლამის რევოლუციის ლიდერის აიათოლა რუჰოლი მუსავი ჰომეინის გარდაცვალების 25-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „ევროპის ქვეყნებს ახლა აშშ-თან ერთობლივი ინტერესები აქვთ, მაგრამ ისინი უნდა ელოდონ დღეს, როდესაც ამერიკა ზურგიდან დაარტყამს. ევროპამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა მოკავშირედ ვაშინგტონი აირჩია და მის ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა მან.

მან ასევე მოუწოდა თანამემამულეებს, არ შეეშინდეთ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო აგრესიისა. „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ ვერ გაბედავს პირდაპირ სამხედრო აგრესიას იმ დანაკლისის შემდეგ, რომელიც მან ერაყსა და ავღანეთში განიცადა“, - აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.