სამართალი
“საფუძველი არ მაქვს ვივარაუდო, რომ ობამას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ სურს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი არჩევანია. მე დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვარ”, - თქვა რფ-ის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან და რადიოსადგურ Europe1-თან ინტერვიუებში ნორმანდიაში ვიზიტის წინ, - იუწყება “რია ნოვოსტი”.
მისი აზრით, აშშ ყველა სხვა დიდ სახელმწიფოს შორის ყველაზე აგრესიულ და მკაცრ პოლიტიკას ატარებს. “თანაც წლიდან წლამდე. ჩვენ საზღვარგარეთ სამხედრო ძალები თითქმის არ გვყავს. ნახეთ, მსოფლიოში ყველგან არის ამერიკული ბაზები. ამერიკული ძალები მათი საკუთარი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრზეც არიან”, - აღნიშნა პუტინმა.