პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „პრორუსულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან საშიშროებას ვერ ვხედავ“

politika-3-iraსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 4 ივნისს, „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია, რომელმაც სამ საათზე მეტხანს გასტანა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი ამ ეტაპზე პრორუსულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეს ვერ ხედავს.

მე ვერ ვხედავ საშიშროებას და არც ჩანს ტენდენცია იმისა, რომ რაღაც მასობრივ აქციებში გადაიზარდოს. ის, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სურვილი აქვს, ეს მათი უფლებაა და მე ვერ წავართმევ. ამ ეტაპზე საშიშროებას ვერ ვხედავ. ჩვენს ხელისუფლებას მოსვლის დღიდან გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენი მთავარი საგარეო მიმართულება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკა, ევროკავშირი და ამ მიმართულებით გვაქვს წინსვლა. თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნება, ამას გაეცემა შესაბამისი, ძალიან მკაცრი პასუხი სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. თეორიულ რისკებზე საუბარი, მე მგონი, არასწორია“, - განაცხადა პრემიერმა.