უცხოეთი
ნატო კიევის სამხედრო დახმარების პაკეტს განიხილავს

nato-ucx-3საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ნატო კიევის მხრიდან დახმარების თხოვნის პასუხად უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპაში ალიანსის ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ამერიკელმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელი დახმარების პაკეტი შეიარაღების ლეტალურ სახეობებსაც მოიცავს.

წინა დღეს ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევის დახმარების პაკეტს ივნისის ბოლოსთვის შეათანხმებენ.