უცხოეთი
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სლავიანსკის სახალხო მოლაშქრეებმა უკრაინული არმიის მორიგი შვეულმფრენის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს.
„ორი შვეულმფრენი დასტრიალებდა თავს ქარხანასთან მდებარე ბლოკპოსტს. საზენიტო დანადგარებიდან ვესროლეთ და ერთი ჩამოვაგდეთ“, - განუცხადეს “რია ნოვოსტის” სახალხო ლაშქრის შტაბში.ეკიპაჟის მდგომარეობა და შვეულმფრენის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.
სულ ბოლო თვენახევრის განმავლობაში სლავიანსკში სახალხო მოლაშქრეებმა ათამდე სამხედრო შვეულმფრენი დააზიანეს.