თუმცა არსებობს ბილდერბერგ-2014-ზე დამსწრეთა ღია სიაც: Deutsche Bank-ის, Cyber Command-ის (უზრუნველყოფს აშშ-ის და მისი მოკავშირეების მოქმედების თავისუფლებას კიბერსივრცეში და მოწინააღმდეგის ანალოგიურ ქმედებებს ხელს უშლის), “მაიკროსოფტის” “გუგლის”,Goldman Sachs Group-ის, Carlsberg Group-ის (ლუდი “ბალტიკა”) წარმომადგენლები, მაღალი რანგის პირები: ბრიტანეთის ხაზინის კანცლერი ჯორჯ ოსბორნი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, Royal Dutch Shell-ის გენერალური დირექტორი ვან დერ ვინი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრისტინ ლაგარდის სახით, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინიდან აქტივების გამოტანას და მის გაძარცვას კურატორობდა, მისი უმაღლესობა, ნიდერლანდის პრინცესა ბეატრისი, კარნეგის ფონდის რუსეთის ფილიალის დირექტორი, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის უფროსი...
უკრაინის კრიზისის და საგანგებო დღის წესარიგის გათვალისწინებით, თათბირს დაესწრნენ ევროპაში ნატოს უმაღლესი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლავი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
სხვა საკითხების გარდა, დღის წესრიგში იყო “უკრაინა” და “როგორ ვიმუშაოთ ანტიევროკავშირის შეხედულებების მქონე პარტიებთან, რომლებიც ევროპარლამენტში გავიდნენ”. განიხილებოდა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მიერ დადებული გრანდიოზული გაზის შეთანხმების შედეგები აშშ-სა და ევროპისათვის. ჩატარდა განსაკუთრებული თათბირიც, რომელიც... პუტინს მიეძღვნა, რამეთუ “პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის შექმნა, რომელიც “მრავალპოლარულ” სისტემაში BRICS-ის ქვეყნების გარშემო დაარსდება, სისტემის, რომელიც დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის განადგურებას და, ასევე, აშშ-ევროკავშირი-ნატოს სიმძლავრის ღერძის საგრძნობლად დასუსტებას შეძლებს”.
ბილდერბერგის კლუბი კაცობრიობის მიერ შექმნილი სიმდიდრის ჯამური კაპიტალის 30 პროცენტს ფლობს. არსებობს აგრეთვე ეგრეთ წოდებული სამმხრივი კომისია - ის პლანეტის კაპიტალის 60 პროცენტს ფლობს. ეს ორგანიზაციები საიდუმლო საზოგადოებებია, მათში შედიან პირები, რომლებიც მსოფლიო ფინანსურ არქიტექტურას უკავშირდებიან და მსოფლიო წესრიგს კურატორობენ.
http://politikus.ru/events/20527-bilderbergskiy-klub-provodit-osobo-sekretnoe-soveschanie-posvyaschennoe-probleme-putina.html