პოლიტიკა
საქართველო-NATO: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე რუსეთისგან თავდაცვის ზომებს იხილავს

natosshtabbina-pol-3საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.  მინისტერიალის მთავარი თემები რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე კოლექტიური თავდაცვის ზომების გადახედვა და უელსში დაგეგმილი სამიტისთვის მზადებაა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, უკრაინელ, დანიელ, ბელგიელ და თურქ კოლეგებთან.

დღეს ალიანსის შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი გახსნის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.