ავიგდორ ესკინი: ისრაელი რუსეთის მხარეზეა; მან იცის, ვინ არიან ბანდერელები
საქართველო, 3 ივნისი,
საქინფორმი. აშშ ისრაელის პოლიტიკაში „მაიდნის“ მუქარით ჩარევის მცდელობას აგრძელებს. ამერიკელები ამბობენ: ახალ ინტიფადას (პალესტინელი არაბების შეიარაღებული აჯანყება ისრაელის ხელისუფლების წინააღმდეგ) მოგიწყობთ, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც გეტყვით. ამის შესახებ ებრაელმა ფილოსოფოსმა
ავიგდორ ესკინმა ვლადიმერ სოლოვიოვის პროგრამა „პოლნი კონტაკტ“-ის ეთერში განაცხადა.
“რუსეთს რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე კუბაში გაეგზავნა, მაგალითად, მთავრობის დამხობის მიზნით, ეს ამერიკის მხრიდან ხმამაღალ შეშფოთებას გამოიწვევდა. რუსეთი კი ძალზე თავშეკავებულად რეაგირებს უკრაინისთვის აშშ-ის დახმარებაზე. ისრაელის მედიამ და მოსახლეობამ იციან, ვინ არიან ბანდერელები, გენეტიკურ დონეზე ახსოვთ მეორე მსოფლიო ომი, ამიტომ უმრავლესობა რუსეთის მხარეზეა. ოლიგარქი იგორ კოლომოისკი კი უპრინციპობის გამო ებრაული გარემოდან მოიკვეთება. ისრაელში არის ხალხი, რომელსაც მისი ატანა აღარ შეუძლია. უკვე არსებობს პეტიცია კოლომოისკისთვის ისრაელის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე”, - განაცხადა ესკინმა.