აქტუალური
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

SINODIსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. ამ დროისთვის კვლავ უცნობი რჩება, თუ რა საკითხზე იმსჯელა სინოდმა. ამის შესახებ ინფორმაციას news.ge ავრცელებს.

სასულიერო პირებს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდი განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს, ამასთან, მედიის ზოგიერთი საშუალების მიერ გავრცელებული ცნობა პატრიარქის გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაბნის ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოდბის ეპარქიას უხელმძღვანელებს, რადგან ბოდბის ეპისკოპოსი დავით ტიკარაძე პენსიაზე გავიდა. წინასწარი ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ეპარქიას სახელი შეეცვალა, თუმცა კონკრეტულად რომელს, ამ დროისთვის უცნობია.