პოლიტიკა
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. 2 ივნისს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც პარტიებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ და ლეიბორისტული პარტია ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ჯანსაღი ოპოზიციური ძალების კოორდინირებული მოქმედება, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხოთ არსებული სისტემის შეცვლა.
ვთანხმდებით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ძირითად ოლქებში დავიწყებთ შეთანხმებას საერთო კანდიდატებზე, რათა გამოვრიცხოთ ჩვენს გაერთიანებებს შორის ხმათა გაყოფა.
მოვუწოდებთ ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას კოორდინირებული მოქმედებებისკენ, რადგან ოპოზიციის დაქსაქსულობა წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტების წისქვილზე.