პოლიტიკა
ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა

ewveva-pol-3საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს 2015 წლის გაზაფხულამდე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას დღეს დათანხმდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე გამოთქვა სურვილი, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.