აქტუალური
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

1-angelaსაქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან, ისტორიულ მომენტში ჩემი გერმანიაში მოწვევისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის”, - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს. გამოითქვა კმაყოფილება, რომ 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ ბერლინში მიმდინარე ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.