სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჯიმშერ ა-მ მიმდინარე წლის 1 ივნისს ღამით, თბილისის ნაძალადევის რაიონში, ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ ლუდა გ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).