უცხოეთი
რუსეთის “ეფ-ეს-ბემ” აშშ-ის ცსს წინასწარ გააფრთხილა 11 სექტემბერს „ტყუპების“ აფეთქების, მარათონის ამფეთქებელი ტერორისტი ცარნაევისა და პოლონიუმის გადამტანების შესახებ, რომლითაც ლიტვინენკო მოწამლეს

1-FSB-ucx-2საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ტელეარხმა NBC-მ გადაწყვიტა, აშშ-დან გაქცეული და რფ-ში თავშეფარებული ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს აგენტი ედვარდ სნოუდენის ინტერვიუს ცენზურა მოეხდინა. „თავისუფალმა ამერიკულმა პრესამ“ ჩათვალა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ საზარელი საიდუმლო - 11 სექტემბერის ტერაქტებში დამნაშავე არიან ცსს და გფბ. სნოუდენს არ დაუდასტურებია კონსპიროლოგიური ვერსია იმის შესახებ, რომ ცსს-მ თვითონ მიიტანა იერიში ტყუპ-ცათამბჯენზე, თუმცა განაცხადა, რომ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო, მოამზადა და ცსს-სა და გფბ-ს გადასცა ინფორმაცია ტერაქტის მზადების თაობაზე. მაგრამ ცსს-მ რატომღაც არაკომპეტენტურად იმუშავა, იერიშის თავიდან აცილება არ სცადა და ახლა ამ ფაქტებს უარყოფს.

„ამერიკელებს ჰქონდათ ყველა საჭირო ინფორმაცია დაგეგმილ ტერაქტზე: ცსს-მ იცოდა, ვინ იყვნენ ეს პირები, ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ჰქონდა სატელეფონო ჩანაწერები. პრობლემა არა მონაცემთა უქონლობაში, არამედ იმაში იყო, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა ეს ინფორმაცია“, - განაცხადა სნოუდენმა ინტერვიუში.

ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ 2011 წელს გფბ-ს შეატყობინა თავისი ეჭვების შესახებ ტამერლან ცარნაევთან მიმართებაში, თუმცა ამერიკის ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა მისი დაკავების შესაძლებლობა. ბოსტონის მარათონის აფეთქების შემდეგ იგი დააკავეს და დაჰკითხეს, თუმცა გამომძიებლებმა ხელი ჩაიქნიეს და გადაწყვიტეს, რომ იგი ტერორისტებთან კავშირში არ იმყოფებოდა.

დავძენთ, რომ „ვიკილიქსმა“ გამოააშკარავა კიდევ ერთი დანაშაულის საიდუმლო: სახდეპის დეპეშის გამოქვენების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის “ეფ-ეს-ბე”-სა და სპეცსამსახურების მოწოდებების მიუხედავად - დაეკავებინათ „პოლონიუმის გადამზიდავები“, განაცხადა, რომ ყველა ზომას თავად მიიღებდა, სხვებს კი ურჩია, მის საქმეებში ცხვირი არ ჩაეყოთ. ამის შემდეგ დაიღუპა ლიტვინენკო, მკვლელები კი გაუჩინარდნენ...