საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

1-sazogad-1relig-1საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო "ორმოცდაათიანელთა" შეკრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მასმედიისა და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისში, სპორტის სასახლეში .. 6-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოჰყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს.

როგორც აღვნიშნეთ, ფრანკლინ გრემის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.