უცხოეთი
სირიის სკოლებში რუსული ენის შესწავლა სავალდებულო გახდება

1-Siria-ucx-3საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სირიის სკოლებში რუსული ენა სავალდებულო საგანი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სერგეი სტეპაშინის განცხადებით, სირიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დამასკოში რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზონის ვიზიტის შემდეგ მიიღო.

რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინის სირიაში ვიზიტის შემდეგ სირიის ხელმძღვანელობას ყველა სკოლაში რუსული ენა აუცილებელ საგნად შემოაქვს. ჩვენ უკრაინაში გვავიწროებენ, მაგრამ აგერ, შეხედეთ სირიის მაგალითს. სირია ჩვენი არა მხოლოდ მოკავშირე იყო, არამედ ნამდვილი საყრდენი ახლო აღმოსავლეთში, -განაცხადა სტეპაშინმა.

ადრე სირიის განათლების სამინისტრომ საშუალო სკოლებში რუსული მეორე უცხოურ ენად შემოიღო, მისი არჩევა  მოსწავლეებს მეშვიდე კლასის მერე ნებაყოფლობით შეეძლოთ.