საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხელი მოეწერა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, რასაც ესწრებოდნენ ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ასტანაში მიღებული 700 გვერდიანი შეთანხმება 2015 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
ეს გახლავთ ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მოდელი პოსტსაბჭოურ სივრცეში. როგორც პუტინმა განაცხადა, ეს ახალი კავშირი გააკონტროლებს მსოფლიო გაზის მარაგის ერთ მეხუთედს და ნავთობის საბადოების 15%-ს. როგორც ნაზარბაევმა აღნიშნა, იდეურად ამ კავშირმა 20 წელი უნდა იარსებოს. ლუკაშენკომ კი უარყო, რომ ამ კავშირის შეთანხმებით საბჭოთა კავშირის აღდგენა მოხდა.პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის თანამშრომლობა – ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში. სამივე ქვეყანა უკვე დაკავშირებულია საბაჟო კავშირით. ასევე, გაუქმდება სასაზღვრო კონტროლი, ბრუნვაში იქნება ერთიანი ვალუტა.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები სომხეთი და ყირგიზეთი უახლოეს მომავალში ჩაერთვებიან, როგორც კავშირის წევრები.
დასავლეთში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ 2 ათეული წლის წინ დამსხვრეული ტოტალური საჭოთა კავშირი კვლავ ახალ იმპერიად მოევლინება მსოფლიოს. თუმცა, პუტინი უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არის “პოლიტიკური კლიშედა არაფერი აქვს საერთო რეალობასთან”.
ლუკაშენკო და ნაზარბაევი კი აცხადებენ, რომ ეს კავშირი არანაირ საფრთხეს არ მოუტანს მათი ქვეყნების დამოუკიდებლობას.