სამართალი
პატრიარქმა ემზარ კვიციანს წერილი მისწერა

1-patriarqi-samar-3საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანს საკანში ჯვარი, ლოცვები და წერილი შეუგზავნა.  ამის შესახებ „Frontnews“-ს კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განუცხადა.

უწმინდესმა სთხოვა ბატონ ემზარს, შეეწყვიტა შიმშილობა. ჩვენც ამის მომხრენი ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ბრძოლა სამართლებრივი გზებით უნდა გავაგრძელოთ. თავად ემზარი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა კონტაქტურია. ხვალ მასთან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე შევლენ და იმედი გვაქვს, რომ შიმშილობის აქცია დასრულდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმეს, ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებს.

ამასთან, მისივე თქმით, არ არსებობს საფუძველი კვიციანის პატიმრობაში  დასატოვებლად.