საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
1-Abbas-saz-3საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბას თალებიფარის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს. გამოითქვა სურვილი, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით. მათ ყურადღება გაამახვილეს რეგიონში საქართველოს გეოეკონომიკურ როლზე და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს. აბას თალებიფარმა ირანის პრეზიდენტის სახელით გიორგი მარგველაშვილი ირანში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.