სამართალდამცველებმა 15 წლის მოზარდი თანაკლასელის დაჭრის ბრალდებით დააკავეს
მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი ვარკეთილის რაიონის მესამე მასივში, №108 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მოზარდის ვინაობას არ ამხელენ.