აქტუალური
მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსს შეხვდა
1-bernsiსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ და ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერას. სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, რეგიონში შექმნილ ვითარებას. მაია ფანჯიკიძემ და უილიამ ბერნსმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების პერსპექტივები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დინამიკა.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. საქართველოს აქვს შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ ამ მხარდაჭერით იქნება პროგრესი ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა შეხვედრის შეფასებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაში.