პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა

1-Vizitu-polit-3საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ მხარეებმა  ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის აღდგენასა და განმტკიცებაზე ისაუბრეს, რაც, მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, შეწყვეტილი იყო (ვიდეო იხილეთ შემდეგ ბმულზე).

პრემიერის განმარტებით, ის უახლოეს დღეებში გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ბიზნესფორუმის გამართვა და გერმანულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა, დეტალურად  გაეცნოს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიცო პოტენციალის შესახებ.