პოლიტიკა
მან ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება და რომ ის არ აპირებს პოსტის ნებაყოფლობით დატოვებას, სანამ კონსულტაციებს არ გამართავს “დეპუტატთა კორპუსის მეორე, მნიშვნელოვან ნაწილთან, რომელიც პარლამენტის სხდომაში არ მონაწილეობდა, ამომრჩევლებთან, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც მთელი ეს დღეები მხარს უჭერდნენ კანონიერ ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსტიტუციურ ველში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ”.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ხუთშაბათს, 29 მაისს, აფხაზეთის პარლამენტმა პრეზიდენტს უფლებამოსილების ნებაყოფლობით მოხსნა შესთავაზა. აფხაზურმა ოპოზიციამ, თავის მხრივ, მის მიერ შექმნილ “სახალხო ნდობის დროებით საბჭოს” სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანოს ფუნქციების შესრულება და მუშაობის პარლამენტთან კოორდინაცია დაავალა. “დროებითი საბჭოს” გარდა, აფხაზეთის ოპოზიციას განზრახული აქვს, ორი დღის განმავლობაში შექმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ანქვაბის გადადგომის შემთხვევაში პრეზიდენტის არჩევნებამდე - სამი თვის განმალვობაში იმუშავებს.