უცხოეთი
დონეცკში აეროპორტის ტერიტორიაზე მორწმუნეები ცოცხლად დაწვეს

1-zaZivo-zar-1საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ადგილობრივ მართლმადიდებლებს სურდათ, მებრძოლ მხარეებს შორის ცოცხალ ფარად ჩამდგარიყვნენ.

უკრაინელი სამხედროების შეტევა დონეცკში პროკოფიევის სახელობის აეროპორტის შენობაზე სასაკლაოდ გადაიქცა. დაიღუპა 6 მშვიდობიანი მცხოვრები, დაიჭრა 44.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ანდრეი პურგინის მონათხრობით, აეროპორტის ტერიტორიაზე მორწმუნეთა გვამები ყრია.

26 მაისს დონეცკის მერმა ალექსანდრე ლუკიანენკომ დაადასტურა, რომ სადამსჯელო ოპერაციის შედეგად, რომელიც უკრაინელმა ძალოვანებმა დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე და ქალაქში ჩაატარეს, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საბრძოლო მოქმედებები დონეცკში 26 მაისს შუადღისას დაიწყო. ნაციონალურმა გვარდიამ აეროპორტის შენობას მას შემდეგ შეუტია, რაც ის ღამით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ტყვიის გავარდნის გარეშე სახალხო მოლაშქრეთა ხელში გადავიდა.