სამართალი
თბილისში ევრაზიული არჩევანის მომხრეებს კვერცხები დაუშინეს

1-kontraqcia-samar-3საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 28 მაისს, „ევრაზიული არჩევანისა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ წარმომადგენლებმა და მომხრეებმა რუსეთთან დიპოლომატიური  ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

როგორც კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ აქციაზე განაცხადა, დასავლეთთან ურთიერთობა არ არის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გარანტია:

ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ რაიმე სახის კონფრონტაცია და შემდგომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, - განაცხადა ჭყოიძემ.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან "ევრაზიული კავშირის" მომხრეების აქციის მონაწილეებს კონტრაქციის წარმომადგენლები დახვდნენ და კვერცხები დაუშინეს. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც აქციის მონაწილეებს შორის ჩადგნენ.

კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმართვა დატოვეს.