საზოგადოება
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
დღესვე გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ასევე დაგეგმილია, აზერბაიჯანელი გენერლის სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში”.
ხვალ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართველ კოლეგასთან ერთად ბათუმში გაემგზავრება. ზაკირ ჰასანოვი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.