აქტუალური
ლევან ვასაძე პოლიტიკაში საპატრიარქოს მხარდაჭერით მოდის

1-vasaze-akt-3საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ გაზეთი “ვერსია” კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით იუწყება.

ლევან ვასაძე, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერი პარლამენტისა და ხელისუფლებისაგან საქართველოს მომავლის გადარჩენას ცდილობს, საპატრიარქოს ნაწილის წაქეზებითა და მხარდაჭერით პოლიტიკაში მოდის. კულუარული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ მოითხოვს პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. სხვათაშორის, ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლასა და ნაციონალების დამარცხებაში საპატრიარქოს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, ამას თუ დავუმატებთ პატრიარქის რეიტინგსა და ქართველი ერის ვერცხლის მოყვარეობას (ივანიშვილი-პატარკაციშვილის ფაქტორი გავიხსენოთ), შემოდგომაზე საკმაოდ მრავალრიცხოვან პარტიას მივიღებთ... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები _ ეს ინფორმაცია განსჯისათვის... მანამდე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია - არჩევნები კი ბევრ პოლიტიკურ ფიგურას ჩამოწერს!“, - წერს „ვერსია.“

საქინფორმი: მკითხველს შევახსენებთ, რომ 2014 წლის 3 ივნისისთვის დანიშნულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. დღის წესრიგი გასაიდუმლოებულია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, განხილული იქნება საკითხები, რომლებმაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.