უცხოეთი
უკრაინამ ვერ მოასწრო: ჯორჯ სოროსმა ევროკავშირის კრახი იწინასწარმეტყველა

1-Soros-zar-2საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. თავის ახალ წიგნში „ევროპის კავშირის ტრაგედია“ ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სროსმა გააანალიზა საქმის ვითარება ამ ეკონომიკურ დ აპოლიტიკურ გაერთიანებაში. ექსპერტის აზრით, ამჟამად ევროკავშირში მძლავრობს დიდი ეკონომიკურ-ფინანსური დისბალანსი, რომლის გამოც ევროკავშირს კრახი ემუქრება. ამასთან, სწორედ უკრაინის მოსახლეობის სურვილი, „მოხვდეს ევროპაში“, ქვეყანაში კრიზისის მიზეზად იქცა.

„ევროზონისა და ევროკავშირის ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უფსკრული ევროკავშირის კრედიტორ ქვეყნებსა და სახელმწიფო-მევალეებს შორის ფართოვდება. ევროკავშირი სტაგნაციისკენ მიდის, რომელიც დისბალანსს გააძიერებს. სამწუხაროდ, შესაძლოა ევროკავშირმა ამ კრიზისულ ზეწოლას ვერ გაუძლოს“, - აცხადებს ფინანსისტი.

თავის წიგნში სოროსი წერს, რომ არსებული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ევროკავშირიდან გერმანიის გამოყოფა იქნებოდა, თუმცა, ექსპერტის აზრით, ამ ნაბიჯის გადადგმა უკვე დაგვიანებულია.