სამართალი
აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი: ოპოზიციური პარტიების საბჭო დროებით ხელმძღვანელობას თავის თავზე იღებს

1-lider-opoziciiსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო თავის თავზე იღებს რესპუბლიკის დროებით ხელმძღვანელობას და აფხაზეთის ყველა აუცილებელ სტრუქტურას ჩამოაყალიბებს.

ოპოზიციის მომხრეები აპლოდისმენტებით შეეგებნენ ლიდერის განცხადებას. მან მოუწოდა ქალებს, თუ სურვილი აქვთ, სახლებში წავიდნენ, მამაკაცებს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, მოედანზე დარჩენა სთხოვა.

ამავე დროს, აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა “იტარ ტასის” კორესპონდენტს სოხუმიდან ტელეფონით განუცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას დედაქალაქსა და ქვეყანაში. მან ხაზი გაუსვა, აგრეთვე, რომ „მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალების ცნობა მთავრობის, გენერალური პროკურორის და ორი რაიონის ხელმძღვანელების გადაყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება“.

მისი თქმით, მოცემულ საკითხზე, „სხვებთან ერთად, მართლაც იყო საუბარი ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე პრეზიდენტ ანქვაბთან, მთავრობის მეთაურთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან. თუმცა ოპოზიციამ შეწყვიტა ეს მოლაპარაკება“. რის შემდეგაც, განაცხადა ანქვაბის წარმომადგენელმა, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, „მაგრამ შენობაში მყოფმა ძალოვანმა სტრუქტურებმა პრეზიდენტ ანქვაბის მომხრეებთან ერთად მათი განდევნა და მოედანზე დაბრუნება შეძლეს“. სააგენტოს თანამოსაუბრემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ინციდენტის დროს იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. სააგენტოს მონაცემებით, კონსულტაციები ხვალ დილიდან გაგრძელდება.