სამართალი
აფხაზეთის პრეზიდენტი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ძალაუფლების მიტაცების მცდელობად მიიჩნევს

1-ankvabiსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ძალაუფლების ძალის გამოყენებით მიტაცების მცდელობა უწოდა.

მის შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ დაცვის სახელმწიფო სამსახურს და პრეზიდენტის მომხრეებს მომიტინგეთა წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ.

„ოპოზიციამ პრეზიდენტს გადაგომა შესთავაზა. სიტუაციიდა თავის დასაღწევად სხვა ნაბიჯებიც განიხილებოდა. შეხვედრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ერთგვარი კონსენსუსი, მაგრამ ვერანაირი გადაწყვეტილეა ვერ იქნა მიღებული, ვინაიდან ოპოზიციის დელეგაციამ მოლაპარაკება დატოვა. მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს“, - აღნიშნულია აფხაზეთის ინფორმაციის სამმართველოს შეტყობინებაში, რომლის ციტირებას “იტარ ტასი” ახდენს.

სამშაბათს სოხუმის ცენტრში ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომელიც მთავრობის, გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთი რაიონების ხელმძღვანელთა გადადგომას მოითხოვდა. ოპოზიცია კორუფციის და მართვის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სტილის წინააღმდეგ გამოდის. მომიტინგეები რეფორმების გატარებას მოითხოვენ. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა და ოპოზიციამ მოლაპარაკებისას შედეგს ვერ მიაღწიეს. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის შენობაში მომიტინგეთა ნაწილმა შეაღწია და მინები ჩაამტვრია, პრეზიდენტმა მოლაპარაკება შეწყვიტა. ამასთან, მან დასძინა, რომ მზად არის შემდგომი „ნორმალური დიალოგისათვის“. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკება ოთხშაბათს დილით გაგრძელდება.

აფხაზეთის ოპოზიციური პარტიებისა და ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას დროებით თავის თავზე იღებს.