საზოგადოება
„დაგეგმილი არჩევნების კონტექსტში ეს შეიძლება პოლიტიკური პროცესისთვის ძირგამომთხრელი იყოს და ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას უცხოეთში. ველით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოწოდებებს გამოძიების ჩატარების თაობაზე, რაც, იმედია, სწრაფად მოხდება", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში გუშინ მოხდა. ჭიაბერაშვილი კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის და სახის არეში აქვს მიყენებული. მგელაძე და თაბუკაშვილი პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.