პუბლიკაციები
ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეუბნებოდი - ნუ იზამთ ისე, რომ რუსთაველზე დაცვის გარეშე ვეღარ გაიაროთ!” – ჭაჭიას პროგნოზი ახდა - განკითხვის ჟამი დადგა…

1-rasplata-pol-3საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. წელიწადზე მეტი ხნის წინ, ჯერ კიდევ 2013 წლის 20 თებერვალს, ალექსანდრე ჭაჭიამ თავის ინტერვიუში შემდეგი თქვა: “როდესაც „ნაცონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა და დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, ხალხის ცემა, ქონების წართმევა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ვეუბნებოდი, - არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა ადრე თუ გვიან დამთავრდება, ნუ იზამთ ისე, რომ რუსთაველზე დაცვის გარეშე ვეღარ გაიაროთ. ისინი მპასუხობდნენ, რომ ძალაუფლებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ, რომ ამერიკა არავის დაანებებს მათთვის თითის დაკარებას. ამის შემდეგ, დაიჯერეს რა საკუთარი დაუსჯელობა, დაიწყეს ქუჩაში ადამიანების დახოცვა, ციხეში წამება, პოლიტიკური ოპონენტების ქვეყნიდან გაძევება. დღეს კი განკითხვის დრო მოვიდა.

სამწუხაროდ, ეს არის უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფალთა დაავადება. ყველა ხელისუფლება ისე იქცეოდა, თითქოს მას სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებული. გაიხსენეთ გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას თავდაჯერებული განცხადებები, რომ «მოქალაქეთა კავშირი» ხელისუფლებაში დიდი ხნით, რამდენიმე ათწლეულით მოვიდა. ვიღას ახსოვს დღეს «მოქალაქეთა კავშირი»? მის ყოფილ ფუნქციონერებს რცხვენიათ იმის აღიარება, რომ ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ. იგივე მოუვა მის მოდერნიზებულ ფორმას - “ნაციონალურ მოძრაობას”. აღარ იქნება სააკაშვილი პრეზიდენტი _ აღარ იქნება არანაირი «ნაციონალური მოძრაობაც», კიდევ ერთ-ორ წელიწადში კი ყველას დაავიწყდება, რომ ეს მოძრაობა არსებობდა, მაგრამ სანამ სააკაშვილი და მისი ოდიოზური თანაგუნდელები გამოდიან ტელევიზიით და ცდილობენ ხალხის დამოძღვრას, საზოგადოების გაღიზიანება იზრდება და არ გამოვრიცხავ, რომ ამ დეპუტატებსა და ყოფილ ჩინოვნიკებს ხალხი პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუწყებს ცემას”.

იმავე ინტერვიუში ჭაჭია აზუსტებს, რომ “თუ დღეს «ნაცმოძრაობის» აქტივისტებს საქართველოში სისტემატურად და საყოველთაოდ არ სცემენ, ესე იგი, სამართალდამცავები ვითარებას აკონტროლებენ”.

ქართველი ხალხი “ქართული ოცნებისგან” სამართლიანობის აღდგენას უკვე აღარ ელოდება - ის მას თვითონ ამყარებს! გუშინ, 2014 წლის 27 მაისს, მათ ისევ პირველივე შესაძლებლობისთანავე სცემეს - თბილისში აბაშიძის ქუჩაზე მდებარე “ლიტერატურულ კაფეში” საკმაოდ არალიტერატურულად მოექცნენ “ნაცმოძრაობის” სახეებს ჭიაბერაშვილს და ლადარიას. მათთან ერთად მყოფ პროქტოპოლიტოლოგ შარაშენიძეს (პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილ მოწაფეს) უფრო გაუმართლა, “თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელ რამიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც გუშინ ავტობუსი დაეჯახა...

თუმცა, ყველაფერს რიგრიგობით მივყვეთ, მაშ ასე:

გუშინ, 2014 წლის 27 მაისს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ლადარიას თბილისში, ვაკეში მდებარე "ლიტერატურულ კაფეში" თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და მწერალი რეზო თაბუკაშვილი.

თაბუკაშვილი და მგელაძე პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. აღნიშნული პირები დაკავებული არ არიან და მათთვის არც ბრალი წაუყენებიათ.

ამ ეტაპზე ხელწერილით გაათავისუფლეს. გამოძიება გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობს", – აცხადებენ შსს-ში.

გუშინვე, "თავისუფლების ინსტიტუტის" დამფუძნებელ ლევან რამიშვილს თბილისში, ვაკეში ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამიშვილი, რომელმაც თავისა და მხრის მსუბუქი დაზიანება მიიღო, დიღომში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

1-rasplata-pol-3-1