რედაქტორისგან
საქინფორმი: რა მოხდა სინამდვილეში და რა შეიძლება მოხდეს დარიალის ხეობაში - ბუნებრივი კატაკლიზმები კავკასიაში პოლიტიკური კატაკლიზმების პროვოცირებას მოახდენს

1-na-dele-pol-2-red-2საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ამ ინფორმაციის გავრცელებით საქინფორმის რედაქცია არ ცდილობს მოსახლეობაში პანიკის დათესვას, პირიქით - საქმის რეალური ვითარების ცოდნისას საზოგადოებაში ადგილი აღარ დარჩება იმ ჭორების მსგავსი გამონაგონის და სპეკულაციებისთვის, რომ მეწყერი დარიალის ხეობაში სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. “თურქმა მუშებმა და ინჟინერმა წესები დაარღვიეს, ეკოლოგების გაფრთხილება ყურად არ იღეს, ენერგეტიკის მინისტრი - არაკომპეტენტური ფეხბურთელი კალაძე, რომელმაც ოღონდ მეტი ელექტროენერგია გამოიმუშაოს და თურქეთს მიჰყიდოს, ფული კი ჯიბეში ჩაიდოს!” - ინსინუაციებს ავრცელებენ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, იციან რა ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მეგობრული ურთიერთობის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.

ეს ყველაფერი - სიცრუეა. სინამდვილეში მყინვარის უზარმაზარი ნაწილი მთის მწვერვალს მოწყდა მიწის მომატებული ტემპერატურის გამო, რამაც მისი დნობა გამოიწვია. ამიტომ განმეორებითი მეწყერის ალბათობის გამორიცხვა არ შეიძლება, საფრთხეს აძლიერებს ხანგრძლივი კოკისპირული წვიმებიც, რომლებიც მიწის ქანების დარბილებას და მეწყერის ჩამოწოლას ხელს უწყობს.

რით არის გამოწვეული მიწის ტემპერატურის გაზრდა? ორი ვერსია არსებობს:

პირველი ვერსია - ცხელი თერმული წყლები. გააქტიურდა ახალი ცხელი მიწისქვეშა წყარო, რომლის წყალობით მიწა გათბა, მყინვარი მოდნა, ხეობაში ჩამოწვა და მთლიანად გადაკეტა.

მეორე ვერსია - ვულკანმა ყაზბეგმა გაღვიძება დაიწყო. როგორც ცნობილია, კავკასიის ქედის მთების ჯაჭვი - შედარებით ახალგაზრდა ვულკანური წარმონაქმნია, მაგალითად, ვულკანი ყაზბეგის ბოლო ამოფრქვევა ჩვენს წ/აღ-მდე 650 წელს მოხდა, ანუ სულ რაღაც დაახლოებით 2650 წლის წინ. მთების მასივის შიგნით ვულკანურ პროცესებსაც შეეძლო მიწის გათბობა და მყინვარის გადნობა.

კომპეტენტური წყაროები რუსეთის მხრიდან იუწყებიან, რომ მეწყერის ჩამოწოლის დროს ყველაფერი თეთრად იყო დაბურული და ეს ღრუბლები არ ყოფილა. იყო თუ არა ეს ცხელი წყაროს ანაორთქლი, ან გაღვიძებული ვულკანის წიაღიდან ამოტყორცნილი კვამლი - ჯერჯერობით უცნობია. ყაზბეგმა თუ გაიღვიძა კიდეც - არავინ იცის, იქნება თუ არა ამოფრქვევა. მაგრამ თუ ეს ასეა, ვულკანური პროცესებისაგან წინასწარი მიწისძვრების ალბათობა საკმაოდ დიდია.

თუმცა, ბუნებრივ კატაკლიზმებს პოლიტიკური კატაკლიზმების პროვოცირება შეუძლია საქართველოს სამხედრო გზის დაკეტვასთან დაკავშირებით. მიუხედავად საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა, რომელმაც თერგის წყლისგან წარმოქმნილიხელოვნური ტბის დაშრობა შეძლო, საეჭვოა, ღვარცოფისგან მოტანილი მიწის და მთის ქანების მასის გაწმენდა დაპირებულ ერთ თვეში მოხერხდეს, საუკეთესო შემთხვევაში - ორ თვეში. შედეგად არა მარტო (და არა იმდენად) საქართველო, არამედ სომხეთი ნამდვილ სატრანსპორტო ბლოკადაში აღმოჩნდება, რადგან რუსეთზე ყველაზე მოსახერხებელ გასასვლელს კარგავს, რომელიც მისთვის, განსაკუთრებით ხილის მოსავლის სეზონზე, “სიცოცხლის გზაა”. ალტერნატიული გზები სომხეთისთვის უაღრესად არარენტაბელური და ამიტომ - არარეალურია:

1. მარშრუტი საქართველოს პორტების გავლით (ფოთის პორტი - ბორნით გადასასვლელი ილიჩევსკის პორტამდე შემდგომში უკრაინაზე გადის, მაგრამ სწორედ იმ ოლქებზე, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს (სახმელეთო საზღვარი რუსეთთან).

2. მარშრუტი ირანის გავლით, ისევე როგორც საავიაციო, არარეალურია მათი მოუხერხებლობისა და უკიდურესი სიძვირის გამო.

შექმნილ ვითარებაში გამორიცხული არ არის, რომ დღის წესრიგში ისევ დადგეს სომხეთის სარკინიგზო კავშირი რუსეთთან საქართველო-აფხაზეთის გავლით, რასთან დაკავშირებითაც გასათვალისწინებელია, რომ გუშინ, 2014 წლის 27 მაისს, აფხაზეთში ხელისუფლების შეიარაღებული მიტაცების მცდელობა მოხდა და დაპირისპირება გრძელდება.

არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ მოვლენას შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ერთი კვირის დაშორებით მოხდა? ბუნებრივი კლიმატის რა ცვლილებები მოახდენს დარიალის ხეობაში პროცესების პროვოცირებას? ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ისინი კავკასიის რეგიონის პოლიტიკური კლიმატისთვის უკვალოდ რომ არ ჩაივლის - უკვე უეჭველია.