საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ფიქალის „საოცრებამ“ მოულოდნელად სერიოზული დარტყმა მიიღო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ აშშ-ის უდიდეს ფორმაციაში ნავთობმარაგის შეფასების გადახედვის შესახებ განაცხადა.
ფართოდ რეკლამირებული მონტერეის ფორმაციის ფიქალის ნავთობრესურსების ტექნიკურად ამოღებული მარაგები უწინ 13.7 მლრდ ბარელის ნიშნულზე დაფიქსირდაა, თუმცა, ამ კვირაში მათი შეფასება 600 მლნ ბარელამდე ანუ 96%-ით დაეცა.
ამგვარად, მონტერეიმ დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი ფიქალის ფორმაციის წოდება და იმ შემთხვევაშიც, თუ ამ 600 მლნ ბარელს მაშინვე მოიპოვებენ, აშშ-ის მოთხოვნებს ეს მხოლოდ 33 დღეს ეყოფა.შეფასების დაცემის მიზეზები საკმაოდ მარტივია. თავდაპირველი მონაცემები უბრალოდ ვარაუდს წარმოადგენდა, რომელიც კომპანიის განცხადებას და არა რეალურ შედეგებს ეფუძნებოდა. ახლა სატესტო ჭაბურღილების საკმარისი რაოდენობით მონტერეის პოტენციალი ცხადი გახდა.
კალიფორნიის ხელისუფლების ოცნებები, რომლებიც ამ პროექტს უკავშირდებოდა, აღარ ახდება. სავარაუდო სამუშაო ადგილების რიცხვი 2.8 მლნ-დან 112 000-მდე შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოსავლები 24.6 მლრდ-დან 984 მლნ-მდე დაეცა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სულ ერთ ღამეში აშშ-ის ფიქალის მარაგები 24 მლრდ ბარელიდან ორჯერ - დაახლოებით 11 მლრდ ბარელამდე შემცირდა. საიდუმლოს არ წარმოადგენდა ისიც, რომ საუკეთესო საბადოები პირველ რიგში მუშავდებოდა, უფრო ძვირი ჯდებოდა და ნაკლებად რენტაბელური იყო, ხოლო ნავთობმრეწველებმა ეს იცოდნენ და ვარაუდობდნენ კიდეც.
ამასთან, ყველა გეოლოგიურ ფორმაციას საკუთარი თავისებურებები ახასიათებს, ამიტომ ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ მონტერეი არ ფლობდა ისეთ მარაგებს, როგორსაც ბაკენი ან იგლ-ფორდი.
მონტერეისთან დაკავშირებულმა სიტუაციამ ცხადყო, რომ ნებისმიერი ლაპარაკი იმის თაობაზე, თითქოს აშშ-ს ნავთობის რაღაც მოცულობის ექსპორტირება შეუძლია, მხოლოდ ფუჭ სიტყვებად რჩება. ქვეყანა ჯერ კიდევ აწარმოებს დღე-ღამეში 7 მლნ ბარელზე მეტის იმპორტს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ მოცულობის ანაზღაურება შიდა მოპოვების ხარჯზე მოხდეს. მონტერეის მარაგთა შემცირება ნავთობდამოუკიდებლობის შესახებ ოცნების ხორცშესხმას სულ უფრო საეჭვოს ხდის.