უცხოეთი
საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. უელსის პრინცმა ჩარლზმა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერთან შედარებისათვის წერილობით ბოდიში უნდა მოუხადოს, - განუცხადა “რია ნოვოსტის” ბრიტანელმა პარლამენტარმა ჯორჯ ჰელოუეიმ.
ჰელოუეიმ მოუწოდა პრიც ჩარლზს, ბოდიში მოუხადოს პუტინს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მამა ნაცისტებთან ბრძოლისას ფრონტზე დაჭრეს.
„ჩარლზმა პრეზიდენტ პუტინს პერსონალური წერილი უნდა მისწეროს და ბოდიში მოუხადოს უტაქტო, სულელური და უკიდურესად არაკორექტული გამონათქვამისთვის“, - მიაჩნია პარლამენტარს.
თავის მხრივ, პრინც ჩარლზის წარმომადგენელმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ პრივატულ საუბრებზე კომენტარს არ აკეთებს.