სამართალი
შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა

1gaxsna-samar-3საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, ღამით, თეიმურაზ - საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ რუსუდან - ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ . მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.