სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო სამუშაოები ჩაატარეს

1darialhesi-samar-2საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. მეწყერის შედეგად გვირაბში დაგუბებული წყალი დააშრეს და შსს-ს მაშველებმა გვირაბის ორივე განტოტვა მთელ სიგრძეზე დაათვალიერეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში, მეწყერის შედეგად ჩამოშლილ მიწის მასაში 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი იპოვეს, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამ დროისთვის ნაპოვნი არავინ არის.

დარიალის ხეობაში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.