სამართალი
სამაშველო-საძიებო სამუშაოები მძიმე ტექნიკის საშუალებით წარმატებით გრძელდება. დარიალის ხეობაში საავტომობილო გზის გაწმენდა სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობს. მდინარე თერგისა და დევდორაკის შესართავთან ბუნებრივი კალაპოტი გადაკეტილია. წყლის ნაკადი ხელოვნურ არხში გაედინება. დარიალჰესთან მდებარე გვირაბში მეწყერის შედეგად დაგუბებული წყალი დამშრალია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები გვირაბში საძიებო-სამაშველო სამუშაოებს ჩაატარებენ.