აქტუალური
ნატოს შტაბბინაში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების 171-ე შეხვედრის ფარგლებში, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მოკავშირეთა ევროპული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ფილიპ ბრიდლავთან გამართა შეხვედრა. საუბრისას მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერლებმა ISAF-ის მისიაში საქართველოს კონტრიბუციისა და 2014 წლის შემდეგ მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა" (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობაზე იმსჯელეს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პოლონეთისა და ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო წარმომადგენლებსაც შეხვდა. გენერალური შტაბის უფროსმა უცხოელ კოლეგებთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.